ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ოთხშაბათს კიევში ვიზიტის ფარგლებში უკრაინისთვის ახალი, $1 მილიარდზე მეტის ღირებულების დახმარების პაკეტი დააანონსა.
მისი თქმით, პაკეტი მოიცავს 665,5 მილიონი აშშ დოლარის ახალ სამხედრო და სამოქალაქო უსაფრთხოების დახმარებას.
"ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის გვერდით დგომას და დღეს ამ ერთობლივი ძალისხმევის ფარგლებში ვაცხადებთ 1 მილიარდ დოლარზე მეტის ახალ დახმარებას", - თქვა მან უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
მთლიანობაში, ბლინკენის თქმით, რუსული აგრესიის დაწყებიდან მოყოლებული, შეერთებულმა შტატებმა 43 მილიარდ დოლარზე მეტი გამოყო უსაფრთხოებისთვის.