
''კონსტიტუციის ჩარჩოებიდან ბოლომდე გავდივარო, განაცხადა პრეზიდენტმა'', - ასე შეაფასა "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ საქართველოს პრეზიდენტის განცხადება. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
''კონსტიტუციის ჩარჩოებიდან ბოლომდე გავდივარო - განაცხადა პრეზიდენტმა და სცადა, ეს პოზიცია ქვეყნის ევროპულ მომავალზე ზრუნვის არგუმენტით შეეფუთა. ეს იყო სულ!
არც კი უცდია, ახლა მაინც ეღიარებინა, რომ ეს ქვეყანა იმსახურებს კანდიდატის სტატუსს!
დაიმახსოვრეთ, მის ამ განცხადებასაც კი მხარს დაუჭერენ, ეს არის დავალების მიმღების ხვედრი…
საქართველოს დავალებებით ვერასდროს ვეღარავინ მართავს!
ამ მოცემულობის გათვალისწინებით გახდება ის ევროპული ოჯახის სრულფასოვანი, ამაყი და ღირსეული წევრი!'' - წერს მდინარაძე.
შეგახსენებთ, დღეს, 7 სექტემბერს, ევროპული ტურნედან დაბრუნებულმა სალომე ზურაბიშვილმა ქართველ ხალხს მიმართა და განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ აგორებული ეჭვებისა და მოსალოდნელი იმპიჩმენტის მიუხედავად, ის არსად წასვლას არ აპირებს.