
100%-ით დაზუსტებული ინფორმაცია მაქვს, რომ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხი, მათ შორის საფრანგეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე დაუსვეს - აცხადებს "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე სალომე ზურაბიშვილის ევროპულ ტურნეზე და ამ ტურნეს გამო, მისი იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებაზე საუბრისას. ვაშაძის თქმით, ამ პროცესში სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილი უნდა შეიწყალოს:
„ქართული ოცნება“ რუსულ დავალებას ასრულებს და ჯოზეფ ბორელის საქართველოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი დაახვედრა, რათა გარემო კიდევ უფრო დაემძიმებინა. ხომ ვიცით, რომ იმპიჩმენტისათვის საჭირო 100 ხმა არა აქვთ. შესაბამისად, რას ემსახურება ეს ყველაფერი? თავადაც აღიარებენ, რომ მთელი ეს პროცესი აბსურდია. ყველა „ქოცი“ ამბობს, რომ 100 ხმა არ აქვთ, ამ ხმების დაგროვებას ვერავითარ შანსს ვერ ვხედავ. ვინმე თუ ღილაკს ხელს მიაჭერს, თქვენც დაინახავთ, ჩვენც და ვიტყვით, რომ ის ადამიანი არის თაღლითი, ნაძირალა. პრეზიდენტს რაც ამ პროცესში შეუძლია, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაა. 100%-ით დაზუსტებული ინფორმაცია მაქვს, რომ მას მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხი, მათ შორის საფრანგეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე დაუსვეს“, თქვა ვაშაძემ.
შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილი ემანუელ მაკრონს პარიზში 6 სექტემბერს შეხვდა