200-ლარიანი დახმარების ვებგვერდზე გახარიას Facebook-ის რეკლამა გამოჩნდა

გამოქვეყნდა:

200-ლარიანი დახმარების მისაღებად, რეგისტრაციის პირველივე დღე ხარვეზებით მიმდინარეობს.
მშობლების უმეტესობა უკმაყოფილებას სოციალურ ქსელში გამოხატავს. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ კი, პორტალი მოქალაქეს პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას Facebook-ის ოფიციალური გვერდის მოწონებას ურჩევს.

"მონაცემების შეყვანის შემდეგ, გიგდებს გიორგი გახარიას ოფიციალური გვერდის ლინკს. დალაიქება აუცილებელი არ არის, მაგრამ ნამუსზე გაგდებს, რომ დაალაიქო," - ამბობს ერთ-ერთი მშობელი "მთავართან".

ცნობისთვის, გიორგი გახარიამ 200 ლარიანი დახმარების შესახებ, 6 აგვისტოს მთავრობის სხდომის წინ გაკეთებულ განცხადებაში ისაუბრა. დახმარების მიღება 17 წლის ჩათვლით ბავშვებს შეუძლიათ. ამისთვის მშობლები სწორედ იმ გვერდზე უნდა დარეგისტრირდნენ, რომელიც არ მუშაობს. რეგისტრაცია კი 2020 წლის პირველ დეკემბრამდე გრძელდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი