კრივოი როგზე რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 74-მდე გაიზარდა

გამოქვეყნდა:

დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ კრივოი როგზე რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 74-მდე გაიზარდა.

"გუშინდელი სარაკეტო იერიშის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 74-მდე გაიზარდა. 34 ადამიანი ქალაქის საავადმყოფოებშია, მათგან 3-ის მდგომარეობა მძიმეა," - თქვა ქალაქის თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელმა, ალექსანდრ ვილკულმა.

ცნობისთვის, კრივოი როგს რუსეთი გუშინ, 8 სექტემბერს, დაესხა თავს, რის შედეგადაც ერთი პოლიციელი დაიღუპა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, რუსული რაკეტა ადმინისტრაციულ შენობას მოხვდა, სადაც სხვადასხვა სამსახურის ოფისები იყო. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი