დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ კრივოი როგზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 32 კი დაშავდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაღუპული პოლიციელი იყო, დაშავებულებს შორის კი
საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლებიც არიან.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, რუსული რაკეტა ადმინისტრაციულ შენობას მოხვდა, სადაც სხვადასხვა სამსახურის ოფისები იყო.
სარაკეტო დარტყმის ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.