მაროკოში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 800-ს გადააჭარბა - დაშავებულია 672 ადამიანი

გამოქვეყნდა:

მაროკოში მომხდარი მიწისძვრის შედეგად, დაღუპულთა რიცხვი 820-მდე გაიზარდა. მაროკოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემების მიხედვით, დაშავებულია 672 ადამიანი. მათგან 205-ის მდგომარეობა მძიმეა.

ნანგრევებში ამ დრომდე რჩებიან ადამიანები. ნგრევის მასშტაბიდან გამომდინარე, მიყენებული ზარალის ოდენობის დადგენა ჯერჯერობით შეუძლებელია. 

ცნობისთვის, მაროკოში 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა გვიან ღამით, ადგილობრივი დროით 23:11 საათზე, მოხდა. 

მიწისძვრამ ყველაზე მეტად მარაკეში დააზიანა, რომელიც იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია. ქალაქში დაზიანდა მეჩეთი და რამდენიმე შენობა ჩამოინგრა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი