მაროკოში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 2 000-ს გადააჭარბა

გამოქვეყნდა:

მაროკოში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2 012-მდე გაიზარდა. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემების მიხედვით, დაშავდა და საავადმყოფოში მოთავსებულია 1 404 პირი.

ნანგრევებში მოყოლილთა გადასარჩენად სამძებრო-სამაშველო ოპერაციები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

მეფე მუჰამედ VI-მ ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.

ცნობისთვის, მაროკოში 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 8 სექტემბერს, გვიან ღამით, ადგილობრივი დროით 23:11 საათზე, მოხდა. 

მიწისძვრამ ყველაზე მეტად მარაკეში დააზიანა, რომელიც იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია. ქალაქში მეჩეთი დაზიანდა და რამდენიმე შენობა ჩამოინგრა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი