პირველ ეტაპზე, ჩინეთთან გვექნება კვირაში 7 რეისი - დავითაშვილი

გამოქვეყნდა:

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ჩინეთის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ ყოფნა 30 დღის განმავლობაში შეეძლებათ. მისივე განცხადებით, პირველ ეტაპზე ჩინეთთან ყოველ დღე ერთი რეისი შესრულდება, კვირაში 7- ეს იქნება სამმხრივი ფრენა პეკინი-ურუმჩი-თბილისი.

"ჩინელ მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შეუძლია შემოსვლა, 30-დღიანია ერთი შემოსვლის განმავლობაში ვადა. ტურიზმისთვის ეს აბსოლუტურად მისაღები რიცხვია და ასევე, სხვა ყველა საკითხი გათვალისწინებულია. ერთი თვის განმავლობაში, ჩინეთის მოქალაქეებს საქართველო შეუძლიათ უვიზოდ მოინახულონ", - განაცხადა დავითაშვილმა.

დავითაშვილი ამბობს, რომ მთავრობას სურს პირდაპირი კავშირი ჩინეთის აღმოსავლეთის ქალაქებთან გაიზარდოს და მუშაობენ ჩინეთის სამხრეთის ავიახაზებთან პირდაპირი ფრენების ზრდაზე და ასევე სხვადასხვა ქალაქის დამატებაზე. 

"პირველ ეტაპზე, ჩვენ მივიღეთ შეთანხმება, რომ მინიმუმ, დღეში ერთი ფრენა უახლოეს ხანებში გვექნება ჩინეთთან, თუმცა ეს არ არის საკმარისი, ჩვენ ამბიცია ცოტა მეტია. პირდაპირ გეტყვით, რომ დღეში შეიძლება ათამდე ფრენა იყოს ჩვენი სამიზნე მაჩვენებელი ჩინეთის სხვადასხვა ქალაქთან იმისთვის, რომ შევძლოთ ზუსტად იმ ნაკადების უზრუნველყოფა, რომელიც უკვე შესამჩნევი და ხელშესახები შედეგი იქნება ეკონომიკური თვალსაზრისით", - ამბობს დავითაშვილი.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი