"ოცნება" პრეზიდენტის წინააღმდეგ - "მთავარი არხის" ინფორმაციით, "ქართულმა ოცნებამ" საკონსტიტუციო სასამართლოში ელექტრონული სარჩელი რამდენიმე წუთის წინ შეიტანა. დაარღვია თუ არა სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია, ეს საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს.
თუ 9 მოსამართლე წევრიდან 6 კანონდარღვევას დაადასტურებს, პარლამენტი იმპიჩმენტის საკითხს კენჭისყრაზე დააყენებს. ცნობილია, რომ საკონსტიტუციომ ამ საკითხზე 1 თვის განმავლობაში უნდა იმსჯელოს.
პარალელურად, ათონელის რეზიდენციაში პრეზიდენტი კონსულტაციებს მართავს. სალომე ზურაბიშვილი რამდენიმე საათია ქალ პოლიტიკოსებს პირისპირ ხვდება. შეხვედრა ოპოზიციასთან პრეზიდენტის ინიციატივით მიმდინარეობს. სალომე სამადაშვილის შემდეგ ზურაბიშვილი შეხვდა ხატია დეკანოიძეს და ანა ბუჩუკურს.