სალომე ზურაბიშვილი ათონელის სასახლეში ოპოზიციის წევრებს ხვდება

გამოქვეყნდა:

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ათონელის რეზიდენციაში ოპოზიციის წევრებს ხვდება. მან უკვე გამართა კონსულტაციები "ლელო საქართველოსთვის" წევრ სალომე სამადაშვილთან, რის შემდეგაც უკვე ხატია დეკანოიძესა და ანა ბუჩუკურს შეხვდა. 

ოპზიციის წევრები პირისპირ შეხვედრის დეტალებზე არ საუბრობენ. ამბობენ მხოლოდ იმას, რომ პრეზიდენტი შეშფოთებულია იმით, რომ შესაძლოა, საქართველომ დაკარგოს ისტორიული შანსი და ვერ მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. 

ცნობილია, რომ შეხვედრა ოპოზიციასთან პრეზიდენტის ინიციატივით მიმდინარეობს.

პარალელურად, "მთავარი არხის" ინფორმაციით, "ქართულმა ოცნებამ" საკონსტიტუციო სასამართლოში ელექტრონული სარჩელი რამდენიმე წუთის წინ შეიტანა. დაარღვია თუ არა სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია, ეს საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს. 

თუ 9 მოსამართლე წევრიდან 6 კანონდარღვევას დაადასტურებს, პარლამენტი იმპიჩმენტის საკითხს კენჭისყრაზე დააყენებს. ცნობილია, რომ საკონსტიტუციომ ამ საკითხზე 1 თვის განმავლობაში უნდა იმსჯელოს. 

პროტესტი გმირთა მოედანზე | "მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი