ენმ-ის ახალგაზრდულის მდივანი იგორ ნარმანია დიღომში, წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს

გამოქვეყნდა:

"ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ფრთის თავმჯდომარე იგორ ნარმანია, რომელიც სამართალდამცველებმა კანცელარიასთან მიმდინარე აქციაზე დააკავეს, დიღმის მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს და წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსეს. 

არსებული ინფორმაციით, დაკავებულს სისხლის სამართლის კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევას ედავებიან, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

დიღმის მთავარ სამმართველოში იმყოფებოდა დაკავებულის უფლებადამცველიც. როგორც ადვოკატი "მთავარ არხთან" ამბობს, მას არც ერთი სამართალდამცავი სტრუქტურის წარმომადგენელი არ დაკავშირებია და მისთვის ამ დრომდე უცნობი იყო, სად იმყოფებოდა მისი დაცვის ქვეშ მყოფი. 

შეგახსენებთ, დღეს 11 სექტემბერს მთავრობის ადმინისტრაციასთან ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' ახალგაზრდული ორგანიზაციის მდივანი იგორ ნარმანია დააკავეს. ახალგაზრდული ორგანიზაცია აქცია-პერფორმანს მართავდა პრემიერმინისტრის ჩარტერთან დაკავშირებით. ისინი ღარიბაშვილის გადადგომას ითხოვდნენ. 

ავტორი: საბა ბუაძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი