ლიბიაში, დამანგრეველი ქარიშხლისა და წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე, 2 000 ადამიანი დაიღუპა

გამოქვეყნდა:

ლიბიაში, დამანგრეველ ქარიშხალ "დანიელს" და წყალდიდობას სულ მცირე 2 000 ადამიანი ემსხვერპლა, ასობით ადამიანი კი უგზო-კვლოდ დაკარგულად ითვლება. 

როგორც Aljazeera წერს, ქარიშხალმა გაანადგურა ათასობით შენობა დერნაში, დააზიანა სანაპიროზე მდებარე სხვა დასახლებებიც, სადაც წყლის დონემ 3 მეტრით აიწია, რასაც, სულ მცირე, 150 ადამიანი ემსხვერპლა. 

ლიბიის აღმოსავლეთში დაფუძნებულმა პარლამენტმა ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.

შეგახსენებთ, რომ ლიბიამდე ქარიშხალმა "დანიელმა" საბერძნეთში დამანგერეველი შედეგები გამოიწვია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი