პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში ოპოზიციის წევრებთან შეხვედრებს აგრძელებს. ამ წუთებში ის "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატს, ანა წითლიძეს ხვდება.
შეხვედრის დაწყებამდე ოპოზიციონერს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
საქართველოს პრეზიდენტმა გუშინ დაიწყო კონსულტაციების ოპოზიციასთან ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხთან დაკავშირებით. ის უკვე შეხვდა "ლელოს" წევრ სალომე სამადაშვილს, დეპუტატ ხატია დეკანოიძესა და "საქართველოსთვის" წევრ ანა ბუჩუკურს.
ოპოზიციონერების განცხადებით, პრეზიდენტი შეშფოთებულია იმით, რომ შესაძლოა, საქართველომ დაკარგოს ისტორიული შანსი და ვერ მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი.
პარალელურად, "ქართულმა ოცნებამ" საკონსტიტუციო სასამართლოს უკვე მიმართა იმპიჩმენტის საკითხზე. სალომე ზურაბიშვილს ქვეყნის ევროინტეგრაციის მხარდამჭერ ევროპულ ტურნეზე საქართველოს მთავრობამ უარი უთხრა, თუმცა ზურაბიშვილი გერმანიაში, ბრიუსელსა და საფრანგეთში მაინც გაემგზავრა და შეხვედრები გამართა ფრანკ ვალტერ შტაინმაიერთან, ემანუელ მაკრონთან და შარლ მიშელთან. სწორედ ამის გამო მმართველი პარტია ამბობს, რომ მან კონსტიტუცია დაარღვია. იხილეთ ასევე: