19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეში მასალების ახალი 3 ტომის მისაღებად პროკურატურა დაცვის მხარის ადვოკატებს ისევ გაუთქმელობაზე ხელმოწერას სთხოვს. საქმეზე ბრალდებული არჩილ გაგნიძისა და ვასილ მახარაძის ადვოკატი ამბობს, რომ მკვლელობა არა თუ გახსნილი, არამედ საერთოდ გამოძიებულიც არაა.
ახალ ტომებშიც არანაირი მტკიცებულება არ არის, რომ ჩემ დაცვსი ქვეშ მყოფს ან სხვა პირების შემხებლობას ადასტურებდეს გიორგი შაქარაშვილთან. სწორედ ამიტომ არის, რომ ადვოკატებს აწერინებენ გაუთქმელობის შეთანხმებას, რომ ეს ყველაფერი არ გახდეს საზოგადოებისთვის ცნობილი. მათ ამ ეტაპზე სჭირდებათ რომ ბრალი წარუდგინონ კონკრეტულ პირებს და აჩვენონ საზოგადოებას, რომ მუშაობენ, - თქვა ალექსადნრე ნემსიწვერიძემ.
არჩილ გაგნიძის ადვოკატი, ვასილ მამულაშვილი აცხადებს, რომ ბრალდების მხარეს დაკავებულების გაგნრძობით დროში პატიმრობაში დატოვება სურს.
საგამოძიებო ორგანოს არაფერი არ გაუკეთებია და სასაამრთლოში გაჟღერებული პოზიცია, რითაც წინასასამართლო სხდომის ვადის გაგრძელებას ითხოვდნენ, რომ მტკიცებულებები მოეპოვებინათ, ფაქტობრივად ტყუილი აღმოჩნდა. სასამართლოს შემდეგ 1 დოკუმენტიც არაა მოპოვებული გუშინდელი დღის ჩათვლით, - თქვა ვასილ მამულაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებულების ადვოკატები პროკურატურის გადაწყვეტილებით, ფაქტობრივად საქმეს ჩამოაშორეს. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც დაკავებულების ადვოკატებმა გაუთქმელობის ხელწერილს ხელი არ მოაწერეს და ამის სანაცვლოდ, პროკურატურამ მათ ბრალის დამძიმების შესახებ, საქმის ახალ მასალებზე წვდომა შეუზღუდა.
ადვოკატები პროკურატურის გენერალურ ინსპექციას მიმართავენ და ამბობენ, რომ დაირღვა მათი დაცვის ქვეშ მყოფების უფლებებიც, რადგან ბრალდებულებს არ სურთ სახაზინო ადვოკატებმა დაიცვან.
შეგახსენებთ, რომ 11 აგვისტოს პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლებირვი დევნა 5 პირის მიმართ დაიწყო.
ხუთივე მათგანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დაკავებულების ადვოკატები პროკურატურის პოზიციას არ ეთანხმებიან.
ხუთი პირის გარდა, ჯგუფური ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ამავე ძალადობაში მონაწილეობის, ასევე, ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე დაკავებულია კიდევ 12 პირი, რომლებსაც აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა აქვთ შეფარდებული. მათ დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 4-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.