ღალატის ტოლფასი უარი ისტორიულ შანსზე | რატომ არ გაახსნევინა "ოცნებამ" აშშ-ს სამხედრო ბაზა საქართველოში

გამოქვეყნდა:

ღალატის ტოლფასი უარი ისტორიულ შანსზე - "მთავარი არხისთვის" ცნობილი ხდება "ქართული ოცნების" დანაშაულებრივი გადაწყვეტილების შესახებ. კომპეტენტური და ინფორმირებული წყაროები გვატყობინებენ, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურმა კლანმა საქართველოში ჩამოსულ შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანს უარი უთხრა ქვეყანაში ამერიკული სამხედრო ბაზის გახსნაზე. მოქმედება უკრაინაში ომის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე ხდებოდა და ამ სამხედრო ბაზის გახსნით ამერიკელები საქართველოს უსაფრთხოების გარანტიების გაზრდის პირობას დებდნენ.

"ქართულმა ოცნებამ" კი რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკა აირჩია და ღიად უარყო ყველაზე ძლიერი დასავლელი მოკავშირის შემოთავაზება. ლოიდ ოსტინისთვის ნათქვამმა უარმა თეთრი სახლის ადმინისტრაცია შოკში ჩააგდო. ვაშინგტონში მაშინ კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ "ქართული ოცნების" პრორუსულობაში და ამის შესახებ დასავლეთის პოლიტიკურ კულუარებში ყველა ხმამაღლა ალაპარაკდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი