კიმ ჩენ ინისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის წინ, ჩრდილოეთ კორეამ ოთხშაბათს გაუშვა ორი მოკლე რადიუსის ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.
იაპონიის სანაპირო დაცვამ, ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით, განაცხადა, რომ ოთხშაბათს დილით ადრე გაშვებული პირველი ბალისტიკური რაკეტა უკვე ჩამოვარდა. არ დაუკონკრეტებია სად.
სამხრეთ კორეის ხელისუფლების ინფორმაციით, რაკეტა კორეის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ სანაპიროსკენ გაისროლეს. იაპონიამ აღნიშნულ ტერიტორიაზე მყოფი გემების ეკიპაჟებს სიფრთხილისკენ მოუწოდა.
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს "ვოსტოჩნის" კოსმოდრომზე უკვე შეხვდა.
კიმ ჩენ ინი რუსეთში 12 სექტემბერს, მატარებლით ჩავიდა. პუტინისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის შეხვედრაზე, სავარაუდოდ, რუსეთისთვის საბრძოლო მასალის მიწოდებასა და უკრაინაში ომის მხარდასაჭერად სამხედრო დახმარებას განიხილავენ.