პუტინი და კიმ ჩენ ინი ვოსტოჩნის კოსმოდრომზე ერთმანეთს შეხვდნენ

გამოქვეყნდა:

რუსული სამთავრობო მედია "რია" ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს "ვოსტოჩნის" კოსმოდრომზე შეხვდა. 

გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ კიმ ჩენ ინი ადგილზე იმავე შეჯავშნილი მატარებლით მივიდა, რომლითაც მან ქვეყნის საზღვარი გადაკვეთა. მას ადგილზე რუსი მაღალჩინოსნები დახვდნენ. მოგვიანებით, კადრებში ჩანს, რომ კიმ ჩენ ინი გადმოდის შავი მანქანიდან და ხელს ართმევს ლადიმერ პუტინს. 

"რია" ამბობს, რომ სახელმწიფოს მეთაურები "ვოსტოჩნის" კოსმოდრომს დაათვალიერებენ და შემდეგ მოლაპარაკებებს გამართავენ.

კიმ ჩენ ინი მატარებლით რუსეთში გუშინ, 12 სექტემბერს ჩავიდა. ქვეყნის სახელმწიფო მედია KCNA ავრცელებს ინფორმაციას, რომ ქვეყნის ლიდერს თან ახლავს პარტიის, მთავრობისა და შეიარაღებული ძალების წამყვანი თანამდებობის პირები. კრემლის პრესსპიკერმა თქვა, რომ იქნება მოლაპარაკება დელეგაციებს შორის, ასევე პირისპირ შეხვედრა და ოფიციალური ვახშამი კიმ ჩენ ინის პატივსაცემად. 

The New York Times-მა 5 სექტემბერს პირველად გაავრცელა ინფორმაცია რუსეთში კიმისა და პუტინის პოტენციური შეხვედრის შესახებ და დაწერა, რომ ის სავარაუდოდ ამ თვეში გაიმართება. მედია ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერდა, რომ ორი ქვეყნის პირველი პირი განიხილავს რუსული არმიისთვის საბრძოლო მასალის მიწოდებისა და სამხედრო თანამშრომლობის საკითხებს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად.  

ვითარება თბილისის ქუჩებში | არა რუსულ კანონს!
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი