არავითარი ბაზა არ არის უსაფრთხოების გარანტია, ბაზამ როგორ უნდა დაგიცვას - კობახიძე აშშ-ის სამხედრო ბაზაზე

გამოქვეყნდა:

"არავითარი ბაზა არ არის უსაფრთხოების გარანტია" - ეს განცხადება "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას ამერიკული სამხედრო ბაზების ქვეყანაში განთავსების შესახებ გააკეთა. 

"წყარო ლიკა ვიღაც გვარი ეწერა, რომელიც არის ამის წყარო, ეს ხომ არასერიოზულია, ეს ერთი. წყარო როცა არის ვიღაცის სახელი და გვარი, ეს უკვე სასაცილოს ხდის ინფორმაციას.

ერთადერთი, რამაც საქართველოს შეიძლება მისცეს უსაფრთხოების გარანტია, არსებულ ვითარებაში, არის ნატოს წევრობა. თქვენ იცით, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნებს, ცენტრალური ევროპის ქვეყნებს იცავს სწორედ ნატოს ქოლგა. რა თქმა უნდა, არავითარი ბაზა არ არის უსაფრთხოების გარანტია. ბაზამ როგორ უნდა დაგიცვას შენ?" - ამბობს კობახიძე.

"მთავარი არხის" ექსკლუზიური ინფორმაციით, "ოცნებამ" საქართველოში ჩამოსულ შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანს უარი უთხრა ქვეყანაში ამერიკული სამხედრო ბაზის გახსნაზე. ეს მოხდა უკრაინაში ომის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე და ამ სამხედრო ბაზის გახსნით ამერიკელები საქართველოს უსაფრთხოების გარანტიების გაზრდის პირობას დებდნენ. იხილეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი