როგორ შეიძლება საქართველოდან რომელიმე პოლიტიკოსმა შეძლოს დონორებზე ზეწოლა - მდინარაძე OC Media-ზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატი, მამუკა მდინარაძისთვის გაუგებარია როგორ შეიძლება საქართველოდან რომელიმე პოლიტიკოსმა დონორ ორგანიზაციაზე ზეწოლა შეძლოს. მისი თქმით, პარლამენტის თავმჯდომარის მიზანი იყო OC Media-ს დონორებს მედიის "სუბიექტურობა" სცოდნოდათ. OC Media-ს განცხადებით, შალვა პაპუაშვილი დონორებს მას შემდეგ დაუკავშირდა, რაც გამოცემამ OP-ED-ის გამოქვეყნებაზე უარი უთხრა.

"აქაც როგორც ჩანს, მე მართლა არ ვიცი დეტალები, მაგრამ როგორც ჩანს ეს მოცემულობა იყო და როდესაც ცალმხრივია, სუბიექტურია და ამის რაღაც კონკრეტული მიზეზები, მაგალითები და მტკიცებულებები არსებობს. მიზეზებს გამორკვევა და მტკიცებულებებს წარდგენა უნდა იმათთან, მაგალითად, ვინც ამას აფინანსებს. [...] მე ხომ არ ვიცი ეს ამბავი, უბრალოდ ასეთი წარმოდგენა მრჩება შალვას ამ ქმედებასთან დაკავშირებით, ჯერ ერთი დარწმუნებული ვარ მის ობიექტურობაში შალვას ხასიათიდან გამომდინარე, როგორც პოლიტიკოსის და როგორც ადამიანის, რომ ერთადერთი მიზანი იყო ის, რომ დონორს სცოდნოდა სუბიექტურობის შესახებ, შემდეგ დონორის გადასაწყვეტია, როგორ შეიძლება საქართველოდან ვინმემ, რომელიმე პოლიტიკოსმა შეძლოს დონორებზე ზეწოლა", - თქვა მდინარაძემ. 

მისი თქმით, ზეწოლა წინა ხელისუფლების დროს იყო და ახლა ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხის გაუმჯობესება ხდება.

იხილეთ: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი