ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის ამოქმედებაზე საგარეო განცხადებას ავრცელებს

გამოქვეყნდა:

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის ამოქმედების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

საგარეოს განცხადებით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქეებისა და ჩინეთში მუდმივად მცხოვრები პირებისთვის შეღავათიანი სავიზო რეჟიმი 2023 წლის 11 სექტემბრიდან ამოქმედდა.

„ახალი რეგულაციის თანახმად, ჩინეთის მოქალაქეები და ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები პირები საქართველოში უვიზოდ შემოსვლას და ქვეყნის ტერიტორიაზე 30 დღის განმავლობაში ყოფნას შეძლებენ“, – აცხადებს საგარეო.

აღნიშნული ცვლილება მთავრობის 225-ე დადგენილებაში უკვე შევიდა. რეგულაცია 2023 წლის 11 სექტემბრიდან ამოქმედდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი