ჩრდილო კორეის დიქტატორმა რუსეთში ვიზიტისას განაცხადა, რომ "რუსული არმია და ხალხი აუცილებლად მიაღწევს დიდ გამარჯვებას წმინდა ბრძოლაში დიდი ბოროტების დასასჯელად".
მან მხარდაჭერა გამოუცხადა მეორე დიქტატორს - პუტინს და თქვა, რომ რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების განვითარების სურვილი აქვს. კიმ ჩენ ინმა მხარდაჭერა გამოუცხადა პუტინს - „იმედი მაქვს, რომ ჩვენ ყოველთვის ერთად ვიქნებით იმპერიალიზმთან ბრძოლაში“.
მისი თქმით, ახლა ჩრდილოეთ კორეის სახალხო რესპუბლიკისთვის, რუსეთთან ურთიერთობა "უპირველესი პრიორიტეტია".
„რუსულ მიწაზე შესვლის პირველივე წუთიდან ვიგრძენი საბრძოლო სული და გავხდი რუსი ხალხის მნიშვნელოვანი მიღწევების პირდაპირი მოწმე ძლიერი, თანამედროვე რუსეთის აშენების საქმეში, ამხანაგ პუტინის ხელმძღვანელობით." თქვა კიმ ჩენ ინმა.
კიმ ჩენ ინი მატარებლით რუსეთში გუშინ, 12 სექტემბერს ჩავიდა. პუტინს ის დღეს, "ვოსტოჩნის" კოსმოდრომზე შეხვდა. შეხვედრა თითქმის 5 საათი გაგრძელდა.