ანექსირებულ სევასტოპოლში, ოკუპანტების სადესანტო გემ „მინსკის“ გემბანი სავარაუდოდ სრულად დაიწვა

გამოქვეყნდა:

ინტერნეტში გამოჩნდა სადესანტო გემ „მინსკის“ ფოტო, რომელიც წუხელ, ანექსირებულ სევასტოპოლის  გემთსაშენ საწარმოზე სარაკეტო თავდასხმის დროს დაზიანდა.

მიუხედავად იმისა, რომ ფოტოზე მხოლოდ გემის ზედა ნაწილი ჩანს, სავარაუდოდ, გემბანის სრული ნაწილია დამწვარი.

გასულ ღამეს, დროებით ოკუპირებულ სევასტოპოლში აფეთქებები იყო. დილით რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გემების სარემონტო ქარხანაზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს.

ოკუპანტების თქმით, სულ 10 რაკეტა იყო გასროლილი, საიდანაც 7 სავარაუდოდ ჩამოაგდეს. დანარჩენები ქარხნის ტერიტორიაზე მოხვდა და ხანძარი გამოიწვია. ოკუპანტებმა აღიარეს ნავსადგურში მყოფი ორი გემის დაზიანება, რომელთა დასახელება არ ისურვეს.

მოგვიანებით, რუსულ ტელეგრამ არხებზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რაკეტები მოხვდა წყალქვეშა ნავს "დონის როსტოვი" და "მინსკი". ასევე ცნობილი გახდა ორი ადამიანის გარდაცვალების შესახებაც.

რუსული გემების წარმატებული დაზიანების ფაქტი უკრაინის დაზვერვამ დაადასტურა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი