რუსეთის თავდაცვა ამბობს, რომ სევასტოპოლში სარაკეტო თავდასხმის შედეგად 2 გემი დაზიანდა

გამოქვეყნდა:

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამბობს, რომ ანექსირებულ სევასტოპოლზე ღამით თავდასხმა მოხდა ფრთოსანი რაკეტებით, ასევე უეკიპაჟო კატერებით. უწყება ამბობს, "სევმორზავოდზე" (სევასტოპოლის საზღვაო ქარხანა) თავდასხმის შედეგად 2 გემი დაზიანდა. 

"ღამისას უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ათი ფრთოსანი რაკეტით დაარტყეს სევასტოპოლში ორჯონიკიძის გემების სარემონტო ქარხანას და სამი უეკიპაჟო კატერთი შავი ზღვის ფლოტის გემების რაზმს", - ნათქვამია განცხადებაში.

თავდაცვა ირწმუნება, რომ 10 რაკეტიდან 7 ჩამოაგდეს, ხოლო საპატრულო გემმა სამივე კატერი გაანადგურა. სამინისტროს თქმით, დანარჩენმა სამმა რაკეტამ დააზიანა ორი ხომალდი, რომლებიც რემონტდებოდა. იხილეთ ასევე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი