საერთოდ არ მინდა ციფრებს ღრმად შევყვე, არც საქართველოა სტუდენტი და არც EU პროფესორი - კობახიძე 12 პუნქტზე

გამოქვეყნდა:

"საერთოდ არ მინდა, ამ ციფრებს ღრმად შევყვე. რეალურად, საბოლოო ჯამში ხედავთ, რომ მაქსიმალურად დავიწროვდა საკითხების წრე, ევროკავშირის ელჩი გამოვიდა და სამ საკითხზე გაამახვილა ყურადღება, რომ ისინი აკვირდებიან სამ საკითხს. ჩვენ ყველაფერთან დაკავშირებით ვმუშაობთ, უფრო მეტიც, უახლოეს დღეებში საზოგადოებას საგანგებოდ წარვუდგენთ კიდევ უფრო დეტალურ ინფორმაციას, როგორ გრძელდება 12 პუნქტის შესრულება. ქმედითი ნაბიჯები გადაიდგმება ამ კვირაში, მომავალ კვირაში, ყველანაირად ვიქნებით მზად, რათა მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. ამისთვის ყველაფერი კეთდება და ყველაფერი გაკეთდება. იმედი გვაქვს, წელს სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული....

თქვენ იცით რა მდგომარეობაა მოლდოვაში, თქვენ იცით რა მდგომარეობაა ბოსნიაში, უკრაინაზე არ მინდა საუბარი, ომის მდგომარეობაშია ეს ქვეყანა, კატასტროფაა, კორუფციის კუთხით, ინსტიტუტების სისუსტის კუთხით, ყველა თვალსაზრისით არის ძალიან მძიმე ვითარება როგორც მოლდოვაში, ისე ბოსნიაში. როდესაც იმ ორ ქვეყანას მიენიჭა კანდიდატის სტატუსი და საქართველოს არა, ეს იყო, რა თქმა უნდა, ძალიან უსამართლო გადაწყვეტილება. იმედი მაქვს, წელს იქნება სამართლიანი გადაწყვეტილება. თან შეგახსენებთ, რომ მოლდოვასაც, ბოსნიასაც და უკრაინასაც ავანსად მიეცა კანდიდატის სტატუსი და დღემდე ამ ქვეყნებს, ერთს 9-დან 3 აქვს შესრულებული,  მეორეს 7-დან 2. აქედან გამომდინარე, ერთადერთი სამართლიანი გადაწყვეტილება შეიძლება იყოს დადებითი გადაწყვეტილება საქართველოსთვის. ეს არ შეიძლება იყოს განხილული, როგორც პროფესორისა და სტუდენტის ურთიერთობა. არც საქართველოა სტუდენტი და არც ევროკავშირი პროფესორი. ეს არის ორი მხარე და ღირსებაზე უნდა იყოს დაფუძნებული და სამართლიანობაზე ის ურთიერთობები, რომლებიც არსებობს"

ასე ეხმაურება კობახიძე გაფართოებისა და სამეზობლო საკითხებში ევროკომისრის, ოლივერ ვარჰეის განცხადებას, რომ საქართველოს მთავრობამ 12-დან 3 პრიორიტეტი შეასრულა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი