
შეურაცხმყოფელი რა არის, თქვენ რა იგულისხმეთ აბა?... - ეს კონტრშეკითხვა დაუსვა კახა კალაძემ ჟურნალისტებს, მის გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე, რა დროსაც თბილისის მერმა ნატოს მისამართით თქვა, რომ "თუ ერთი ადგილი აქვთ", საქართველო ალიანსში უნდა გააწევრიანონ:
უნდა მიგვიღონ აბა რა უნდა ქნან?
გუშინაც მოგვაწია განცხადებების გაკეთება, რომ ქვეყნის უსაფრთხოებისთვის თავდაცვის ყველაზე მნიშვნელოვანი ქოლგა ეს არის ნატოს გაერთიანება და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, თქვენ წარმოიდგინეთ კონსტიტუციაშიც კი ჩაწერა საქართველოს ხელისუფლებამ, ქართულმა ოცნებამ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი" თქვა კალაძემ.