მიმდინარეობს მოლაპარაკებები იდეაზე, რომ ენმ-სთან შეიქმნას საბჭო, რომლის თავმჯდომარეც მიხეილ სააკაშვილი იქნება - ბეჟაშვილი

გამოქვეყნდა:

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, მიმდინარეობს პარტიის გარშემო საბჭოს შექმნის იდეაზე მუშაობა, რომლის თავმჯდომარეც მიხეილ სააკაშვილი იქნება.

ბეჟაშვილის თქმით, საბჭოში გაერთიანდებიან როგორც პოლიტიკური ლიდერები, ისე სამოქალაქო აქტივისტები:

"მიმდინარეობს აზრთა გაცვლა-გამოცვლა და მოლაპარაკებები იდეაზე, რომელიც გულისხმობს „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო შეიქმნას საბჭო, პლატფორმა, რომელიც მოგვცემს საშუალებას, ერთი მხრივ, მობილიზაცია მოვახდინოთ ყველა იმ სუბიექტის, სამოქალაქო აქტივისტის, პოლიტიკური ლიდერის, ანუ იმ ადამიანების, ვინც „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო გაერთიანდება და ამ საბჭოში მიიღებს მონაწილეობას. ამ საბჭოს თავმჯდომარე იქნება მიხეილ სააკაშვილი და ეს იქნება გაერთიანებისკენ გადადგმული ნაბიჯი." განაცხადა ბეჟაშვილმა.

მისივე თქმით, დღევანდელ პოლიტსაბჭოზე ეს საკითხი არ განუხილავთ, რადგან თემა ჯერ მოლაპარაკებისა და დამუშავების ეტაპზეა.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი