ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტმა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა.
სანქციების მორიგი პაკეტის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გავრცელდა. აშშ-ის დამატებით სანქციებში ჯამში 150 პირი მოხვდა. მანამდე უცხოური მედია წერდა, რომ სანქცირებულთა შორის იყო "ქართველ-რუსი ოლიგარქი".
სანქცირებულებს შორის ასევე არის ქართველ-რუსი ოლიგარქი. სახელმწიფო დეპარტამენტის თქმით, რუსეთის ფედერალური უსაფრხოების სამსახური მუშაობდა ამ ოლიგარქთან, რათან მას გავლენა მოეხდინა საქართველოს საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ, - დაწერა გამოცემა Associated Press-მა სახდეპზე დაყრდნობით.
შეგახსენებთ, რომ ოთარ ფარცხალაძე საქართველოს მთავარი პროკურორი 2013 წლის 7 ნოემბრიდან 30 დეკემბრამდე იყო. ცნობისთვის, ფარცხალაძე ცნობილი გერმანიაში ბოტასების ქურდობის სკანდალით გახდა.
იხილეთ ასევე: