ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დამატებითი სანქციები დააწესა. ცნობილია, რომ სანქცირებულთა შორისაა "ქართველ-რუსი ოლიგარქი". ამის შესახებ ინფორმაციას გავლენიანი საერთაშორისო გამოცემა Associated Press სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ სანქციები ჯამში დამატებით 150 პირს შეეხო.
სანქცირებულებს შორის ასევე არის ქართველ-რუსი ოლიგარქი. სახელმწიფო დეპარტამენტის თქმით, რუსეთის ფედერალური უსაფრხოების სამსახური მუშაობდა ამ ოლიგარქთან, რათან მას გავლენა მოეხდინა საქართველოს საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ, - წერს გამოცემა სახდეპზე დაყრდნობით.