"ოთარ ფარცხალაძეს სახელმწიფო სტრუქტურებთან 10 წელია არანაირი კავშირი არ აქვს. ის კერძო პირია... საკითხს შეისწავლის შესაბამისი უწყებები" | პაპუაშვილი

გამოქვეყნდა:

"ოთარ ფარცხალაძეს სახელმწიფო სტრუქტურებთან 10 წელია არანაირი კავშირი არ აქვს. ის კერძო პირია... საკითხს შეისწავლის შესაბამისი უწყებები", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი TV იმედის ეთერში საუბრობს და აშშ-ის მიერ ოთარ ფარცხალაძის დასანქცირებასთნ დაკავშირებულ შეკითხვას პასუხობს. 

რაც შეეხება დასანქცირებას, ორი მომენტია აქ მნიშვნელოვანი. ერთი, რეაქციებს, რა თქმა უნდა, რასაც ვუყურებთ ერთი რამე ხაზგასმით უნდა ითქვას - რომ ოთარ ფარცხალაძეს სახელმწიფო სტრუქტურებთან ბოლო 10 წელია, არანაირი კავშირი არ აქვს. ის კერძო პირი არის. ამავე დროს, ის არის საქართველოს პირველი მოქალაქე, რომელიც მოხვდა ამ ტიპის სანქციებში, რომელიც დაკავშირებული არის რუსეთის დასანქცირებასთან, ამიტომ, რა თქმა უნდა, შესაბამისი უწყებები ამ საკითხს შეისწავლიან და საზოგადოებას ექნება ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია იმისთვის, რომ გაერკვეთ, ზუსტად რაზე არის საუბარი. ეს ახალი ინფორმაცია არის. 

ზოგადად, რუსეთის მიმართ სანქციებს რაც შეეხება, იცით, რომ საქართველო ამ სანქციებს მიყვება შესაბამისად, და მნიშვნელოვანი არის, რომ ეს სანქციების გვერდის ავლა არ იყოს დაშვებული, ამ კონტექსტში არის, როგორც ჩანს, ეს სანქცია, ყოველშემთხვევაში, რუსეთთან დაკავშირებულ სანქციებში არის მოხვედრილი ეს გადაწყვეტილება. ამიტომ, რა თქმა უნდა, ამ საკითხს შეისწავლის ჩვენი შესაბამისი უწყებები.

შესაბამის უწყებებს ექნებათ ამ საკითხთან დაკავშირებით მსჯელობა. მათ შორის ამერიკელ კოლეგებთან, რაზე არის საუბარი. ასე რომ, ამასთან დაკავშირებით ყველანაირი ინფორმაცია იქნება ცნობილი, - ამბობს პაპუაშვილი.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი