"პოზიცია არ მაქვს" - წულუკიანი უკრაინელი მებრძოლის რუსეთისთვის გადაცემაზე

გამოქვეყნდა:

იუსტიციის მინისტრი ამბობს, რომ უკრაინელი მებრძოლის საქმეს, რომლის ექსტრადირებას რუსეთი ითხოვს, არ იცნობს და პოზიცია არ აქვს. 

საქმე ეხება უკრაინის მოქალაქე, ვადიმ ალტმანს, რომლის რუსეთში ექსტრადირებას საქართველოს სახალხო დამცველი დაუშვებლად მიიჩნევს და ამბობს, რომ რუსულ ციხეში მას წამება და არაადამიანური მოპყრობა ელის.

„ამ საქმეზე ჯერ პოზიცია არ მაქვს, რადგან საექსტრადიციო საქმეზე პროკურატურები მუშაობენ, შემდეგ ქართულმა სასამართლომ უნდა განიხილოს და სულ ბოლოს, პატიმრობის ამოწურვამდე რამდენიმე დღით ადრე, საქმე მოდის მინისტრთან, ეს წერია კანონში. ეს საქმე არ მინახავს, არ ვიცი რას ეხება, როდესაც საქმეს გავეცნობი, ცხადია, პოზიცია მექნება და ეს პოზიცია თქვენთვისაც გახდება ცნობილი“ ამბობს წულუკიანი.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ რუსეთის პროკურატურისგან ვადი ალტმანის ექსტრადირების მოთხოვნა 2020 წლის 30 იანვარს მიიღო. რუსული მხარე მას სხვადასხვა ბრალდებას უყენე​ბს, მათ შორის არის - კრიმინალური ორგანიზაციის ჩამოყალიბება და ნარკოდანაშაული.

ვადიმ ალტმანი​ რუსეთ-უკრაინის შეიარაღებულ კონფლიქტში, რუსეთის წინააღმდეგ მონაწილეობდა.

ვადიმ ალტმანის საქმე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი