"მასშტაბის გააზრებისთვის: ორგანიზებული კრიმინალური ბანდის ლიდერი და FSB-ს აგენტი ოთარ ფარცხალაძე დღემდე არის სასამართლოს და პროკურატურის ე.წ. მაყურებელი" | ნიკა გვარამია

გამოქვეყნდა:

"მასშტაბის გააზრებისთვის: ორგანიზებული კრიმინალური ბანდის ლიდერი და FSB-ს აგენტი ოთარ ფარცხალაძე დღემდე არის სასამართლოს და პროკურატურის ე.წ. მაყურებელი", - ამის შესახებ "მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.

მასშტაბის სრულფასოვანი გააზრებისთვის: ორგანიზებული კრიმინალური ბანდის ლიდერი და ეფესბეს აგენტი ოთარ ფარცხალაძე არის სასამართლოს და პროკურატურის ე.წ. მაყურებელი. მის მიერ ნაწილდება შავი ფული მოსამართლეებისა და პროკურორების არაფორმალური ხელფასებისთვის (რასაც სასამართლოში ჩინჩალაძე და პროკურატურაში შოთაძე ანაწილებს), ის არის ივანიშვილის ნების გამტარი და "მომგვარებელი" სისტემისთვის მნიშვნელოვან საქმეებში (პირველ რიგში, სისხლის სამართლის და ფინანსურ დავებში).
ასეა დღემდე, ამ წუთამდე, როცა ამ სტატუსს ვწერ, - წერს ნიკა გვარამია. 

იხილეთ ასევე:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი