საქართველოსა და ჩინეთს შორის ყოველდღიური ავიარეისების შესრულება 27 სექტემბრიდან დაიწყება

გამოქვეყნდა:

TAV Georgia-ს განცხადებით, საქართველოსა და ჩინეთს შორის ყოველდღიური ავიარეისების შესრულება 27 სექტემბრიდან დაიწყება ფრენებს კომპანია China Southern Airlines შეასრულებს. ავიაკომპანია ამ ეტაპზე თბილისი-ურუმჩი-თბილისის მიმართულებით კვირაში სამი სიხშირით დაფრინავს. 

"China Southern Airlines-ი საქართველოს ავიაბაზარზე, პანდემიით გამოწვეული სამწლიანი პაუზის შემდეგ, 2023 წლის იანვრიდან დაბრუნდა. 

ავიაკომპანია რეგულარულ რეისებს თბილისი-ურუმჩი-თბილისის მიმართულებაზე Boeing-ის ტიპის საჰაერო ხომალდით შეასრულებს", - ვკითხულობთ განცხადებაში.

შეგახსენებთ, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, საქართველოში ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა ამოქმედდა. ეკონომიკის მინისტრის განმარტებით, ჩინეთისა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები, პირველ ეტაპზე, კვირაში 7 სიხშირით განხორციელდება და ჩინეთის მოქალაქეებს ქვეყანაში უვიზოდ 30 დღის განმავლობაში შეეძლებათ დარჩენა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი