ძვირადღირებული საცხოვრებელი სახლები, ავტომობილები და ეკლესია | რა ქონებას ფლობს აშშ-ის მიერ სანქცირებული ოთარ ფარცხალაძე

გამოქვეყნდა:

როგორია გზა ბოტასის ქურდობიდან ოლიგარქებამდე? - საცხოვრებელი სახლები, აგარაკები, მიწის ნაკვეთები და ძვირადღირებული ავტომობილები. ოთარ ფარცხალაძის ქონება თანამდებობაზე დანიშვნიდან რამდენიმე თვეში საგრძნობლად გაიზარდა. მეტიც, "მთავარმა არხმა" გაარკვია, რომ ივანიშვილის ნდობით აღჭურვილმა პირმა, წყნეთში, საკუთარ ეზოში ეკლესიაც კი აიშენა.  

შთამბეჭდავია ფარცხალაძის ქონება ოკუპანტ ქვეყანაშიც. რუსეთის აგენტობაში მხილებული ოცნების ყოფილი პროკურორი, რუსეთში სულ მცირე 4 კომპანიას ფლობს. ყველა მათგანი კრემლის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ბოლო ორი წლის განმავლობაშია რეგისტრირებული.

შეგახსენებთ, რომ 14 სექტემბერს, აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა

სახელმწიფო დეპარტამენტის თქმით, "ქართველ-რუს ოლიგარქთან" რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური მუშაობდა, რათა მას გავლენა მოეხდინა საქართველოს საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ.

იხილეთ ასევე:

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი