ირანში მაჰსა ამინის გარდაცვალების წლისთავზე მისი მამა დააკავეს

გამოქვეყნდა:

ირანის ხელისუფლებამ მაჰსა ამინის გარდაცვალების წლისთავზე მამამისი, ამჯად ამინი, დააკავა. 

როგორც "რადიო თავისუფლების" ირანული სამსახურისთვის გახდა ცნობილი, დაღუპული მაჰსას მამა ქურთისტანის ქალაქ საყეზში თავის სახლთან დააკავეს და დასაკითხად უშიშროების უწყებაში წაიყვანეს.

ამჯად ამინს განუცხადეს, რომ მას და მის ოჯახის წევრებს სახლიდან გასვლა ეკრძალებათ. როგორც გამოცემა იტყობინება, მათი სახლს უშიშროების ძალებმა ალყაც შემოარტყეს.

ცნობისთვის, 22 წლის მაჰსა ამინი გასული წლის 16 სექტემბერს გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც "მორალის პოლიციამ" დააკავა ისლამური რესპუბლიკის სავალდებულო ჩაცმულობის კოდექსის სავარაუდო დარღვევისთვის. მისმა გარდაცვალებას მასშტაბური ანტისამთავრობო პროტესტი მოჰყვა, რომელსაც ხელისუფლება ხშირად ძალადობრივად შლიდა. 

მისი გარდაცვალების წლისთავზე ირანის ბევრ ქალაქში უშიშროების ზომები გაძლიერდა. რამდენიმე ქალაქში გაიმართა საპროტესტო აქციები. თეირანში, ასევე დიდი ქალაქებში, როგორებიცაა მაშჰადი და შირაზი, 15 სექტემბერს შედგა დემონსტრაციები, რომლის მონაწილეები არ დაემორჩილნენ აკრძალვებს და გაიძახოდნენ ლოზუნგებს: "სიკვდილი დიქტატორს!," "ქალი, სიცოცხლე თავისუფლება." 

ასევე ნახეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი