პარასკევს შეერთებულმა შტატებმა და ბრიტანეთმა ირანის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს, ირანელი ქალის, მაჰსა ამინის გარდაცვალების წლისთავთან დაკავშირებით.
22 წლის ამინი გასული წლის 16 სექტემბერს გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც მორალის პოლიციამ დააკავა ისლამური რესპუბლიკის სავალდებულო ჩაცმულობის კოდექსის სავარაუდო დარღვევისთვის. მისმა გარდაცვალებამ გამოიწვია თვიანი ანტისამთავრობო პროტესტი, რომელსაც ხელისუფლება ხშირად ძალადობრივი დარბევით შლიდა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებაში ნათქვამია, რომ შტატები პარტნიორებთან ერთად გააგრძელებს შესაბამის ქმედებებს, რომ პასუხისმგებლობა დაეკისროთ მათ, ვინც ახშობს ირანელების მიერ ადამიანის უფლებების გამოყენებას.
ბლინკენმა დასძინა, რომ კანადა, ავსტრალია და სხვა პარტნიორები ასევე დააწესებენ სანქციებს ამ კვირაში.
აშშ-ის ფინანსთა დეპარტამენტმა განაცხადა, რომ სანქციები დაუწესა 2 ათზე მეტ ადამიანსა და სუბიექტს, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ირანში პროტესტის "ძალადობრივ ჩახშობასთან" ამინის სიკვდილის შემდეგ. დასანქცირდა 29 პირი და ჯგუფი, მათ შორის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის (IRGC) და ირანის სამართალდამცავი ძალების (LEF) 18 ძირითადი წევრი, ასევე ირანის ციხეების ორგანიზაციების ხელმძღვანელს. სანქციები შეეხო რამდენიმე მედიასაც - Press TV, Tasnim News Agency და Fars News.
ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციები შეეხო ირანის კულტურისა და ისლამური ხელმძღვანელობის მინისტრს, მისი მოადგილეს, თეირანის მერს და ირანის პოლიციის წარმომადგენელს.