"კორუფციის ძეგლი" - ჩინურმა კომპანიამ, რომელიც 90- ჯერ დააჯარიმეს, საქართველოში 90 მილიონიანი ტენდერი მოიგო

გამოქვეყნდა:

კომპანია "სინოჰიდრო" არაერთი დარღვევის მიუხედავად  96 მილიონ ლარამდე  თანხას  მიიღებს. ტენდერის პირობების თანახმად, ხულო-ზარზმის გზის მონაკვეთზე სამუშაოები ორ  ნაწილად  უნდა შესრულდეს  და 730 დღეში  მოქალაქეებს ახალი გზა უნდა  ჰქონდეთ.

ისინი ვინც საგზაო ტენდერებს წლებია  სწავლობენ, ამბობენ, რომ "სინოჰიდრო" მონოპოლისტია და  მას  სახელმწიფო მფარველობს.

კომპანიის საქმიანობას კორუფციის  მკვლევარები უკვე წლებია სწავლობენ და ვარაუდობენ, რომ საქმე შესაძლოა კორუფციულ გარიგებებთან გვქონდეს.

"შეაჩერე კორუფციას"  დამფუძნებელი ქეთი ენუქიძე განმარტავს, რომ "სინოჰიდრომ" უხარისხოდ  შეასრულა  სამუშაოები სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალი ლანჩხუთის გზის მონაკვეთზე. მას შემდეგ კი რაც დადგინდა, რომ გზა უხარისხო იყო, კომპანიამ კონკრეტული დაზიანებული მონაკვეთები ამოჭრა და  ახალი ასფალტი დააგო.  ენუქიძე როგორც კომპანიის,  ასევე სახელმწიფოს  პასუხისმგებლობაზე  საუბრობს.

უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოებს კომპანიის  იურიდიული მრჩეველი უარყოფს.
გოგა კვერენჩხილაძე ამტკიცებს, რომ "სინოჰიდროს" არცერთი დარღვევა  არ აქვს და  მათ მიერ ჩატარებული სამშენებლო სამუშაოები ყოველთვის მაღალი ხარისხისაა.

იურისტს არც მაია ცქიტიშვილის კომენტარი ახსოვს, სადაც ის  სამტრედია- გრიგოლეთის გზის მონაკვეთის  ხარვეზებზე  საუბრობს და  ამტკიცებს, რომ ეს მათ კომპანიას  არ ეხება.

კომპანიას არაერთი ჯარიმა დაეკისრა სხვადასხვა მიზეზით, თუმცა "სინოჰიდროს" წარმომადგენელი ვერ იხსენებს, რომ მათ კომპანიას სახელმწიფოს დაეჯარიმებინა. ის გამორიცხავს კორუფციულ გარიგებასაც და  ამბობს, რომ ტენდერში საერთაშორისო ორგანიზაციები მონაწილეობენ, რაც მინიმუმამდე ამცირებს  გარიგების რისკებს.

ჩინურმა კომპანია "სინოჰიდრომ" საქართველოს გარემოს 2.8 მილიონამდე ლარის ზიანი მიაყენა. კომპანია  სხვადასხვა  მიზეზით  90 -ჯერ  დაჯარიმდა.  სამუშაოების უხარისხოდ  შესრულებისთვის მშენებელი კომპანია არაერთხელ დაჯარიმდა მსოფლიოს მასშტაბითაც , “საერთაშორისო გამჭვირვალობის” მალაიზიის ოფისმა “სინოჰიდროს” “კორუფციის ძეგლი” უწოდა. 

საავტომობილო გზების დეპარტამენტში "მთავარის" კითხვებს  არ პასუხობენ და ამბობენ, რომ პასუხისმგებელ პირებთან დაკავშირება  ვერ ხერხდება. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი