
Ukrainska Pravda დაზვერვის წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ სევასტოპოლში უკრაინის უსაფრთხოების სამსახური და საზღვაო ძალები ერთობლივ სპეცოპერაციას ატარებენ.
დროებით ოკუპირებულ ყირიმში ამ საღამოს ძლიერი აფეთქებების ხმა ისმის. სხვადასხვა ტელეგრამ არხებზე სავარაუდოდ სევასტოპოლში გადაღებული ფოტოები ვრცელდება, სადაც ცეცხლი ჩანს.
უკრაინული მედიის ცნობითვე, ხანძარი კეიპ ფიოლენტის მიდამოში, აფეთქების შემდეგ გაჩნდა. სხვა დეტალები უცნობია.