"მთავარის" ინფორმაციით, თბილისში სპეცრეისით ალექსანდრ ლუკაშენკოს ვაჟი ჩამოიყვანეს. სპეცრეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ვიპ ლოჟაში რამდენიმე წუთის წინ დაჯდა, თუმცა "მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფს სახელმწიფო დაცვის წარმომადგენლები აეროპორტის ტერიტორიაზე არ უშვებენ და შესაბამისად უცნობია ინფორმაცია იმ რეისის მგზავრების, ვინც დღეს რამდენიმე საათით ბელარუსში იმყოფებოდნენ.
თუმცა, ნიკა გვარამიას თქმით, მას აქვს ინფორმაცია, რომ შესაძლოა რეისზე ვალერი კვარაცხელია იყო.
შეგახსენებთ, რომ სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, მინსკში დღეს საქართველოდან დელეგაცია ჩავიდა, მათ შორის იყო საქართველოს პრეზიდენტიც, თუმცა სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაცია კატეგორიულად უარყოფს და ამბობს, რომ პრეზიდენტს დღეს "თბილისიც კი არ დაუტოვებია"