Українська правда-ს ცნობით, ნიუ-იორკში ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაჭრილი უკრაინელი სამხედროები მოინახულა და დააჯილდოვა. ისინი აშშ-ში მკურნალობენ და რეაბილიტაციის კურსს გადიან.
"ჩვენ გელოდებით ყველას, გვჭირდებით თქვენ - უკრაინის ყველა მებრძოლი, რათა მტერი დავამარცხოთ. მადლობა სამსახურისთვის! ყველა ამაყობს თქვენით!" - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ოლენა ზელენსკითან ერთად იმყოფება. როგორც უკრაინის პრეზიდენტმა Twitter-ზე დაწერა, ის შეხვედრას გამართავს ჯო ბაიდენთან, აშშ-ს კონგრესისა და პარტიის წევრებთან, სამხედრო ხელმძღვანელობასა და ჟურნალისტებთან.
ასევე ნახეთ: