"მე და ოლენა ზელენსკა აშშ-ში ჩავედით... ვაშინგტონში ვაპირებ შევხვდე ჯო ბაიდენს" | ზელენსკი

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, ოლენა ზელენსკითან ერთად შეერთებულ შტატებში იმყოფება. როგორც ზელენსკი Twitter-ზე წერს, ის შეხვედრას გამართავს ჯო ბაიდენთან, აშშ-ს კონგრესისი პალატებისა და პარტიის წევრებთან, სამხედრო ხელმძღვანელობასა და ჟურნალისტებთან.

მე და ოლენა ზელენსკა ჩავედით შეერთებულ შტატებში, ვაშინგტონში გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის კვირაში. მე ვესწრები გენერალურ ასამბლეას, SDG-ის სამიტს და უშიშროების საბჭოს შეხვედრებს გაეროში, ასევე რიგ მნიშვნელოვან ორმხრივ მოლაპარაკებებს. უკრაინა გაეროს წევრ ქვეყნებს გააცნობს კონკრეტულ წინადადებას ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის გაძლიერების შესახებ და გააუმჯობესოს გაეროს შესაძლებლობები აგრესიის აღკვეთისა და შეჩერების მიზნით. ვაშინგტონში ვაპირებ შეხვედრას  ჯო ბაიდენთან, აშშ-ს კონგრესის პალატებისა და პარტიების ლიდერებთან, სამხედრო ხელმძღვანელობასთაბ, ჟურნალისტებთან  და უკრაინული საზოგადოების წევრებთან. ასევე უკრაინის სახელით მადლობას გადავუხდი შეერთებულ შტატებს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლაში გაწეული დახმარებისთვის", - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი