რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი, ზურაბ აბაშიძე არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ ვლადიკავკაზში, რუსეთ-საქართველოს ბიზნესსაბჭოს სხდომაზე, რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის გავლით გზის გახსნის შესახებ წინადადება დააყენეს.
არანაირი მოლაპარაკება არ მიმდინარეობს. არ ვიცი, ეგ რუსულ მედიას უნდა ჰკითხოთ. არაფერს არ ვადასტურებ, არანაირი მოლაპარაკება არ მიმდინარეობს. მეტს ვერაფერს ვერ გეტყვით. არანაირი მოლაპარაკება არ მიმდინარეობს, ვერაფერს ვერ დავადასტურებ, - ამბობს აბაშიძე "მთავარ არხთან".