"პრეზიდენტი იუსტიციის სამინისტროდან ელოდება ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტაზე დასკვნას, რომელსაც დაუყოვნებლივ დააკმაყოფილებს", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი წერს.
მანამდე, "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ აშშ-ის მიერ სანქცირებული ოთარ ფარცხალაძე საქართველოს მოქალაქეა.
პრეზიდენტმა კი განაცხადა, რომ მასთან ოთარ ფარცხალაძის საქართველოს მოქალაქეობაზე არანაირი დოკუმენტი არ გადაგზავნილა.