ჩხუბი პარლამენტში - ოპოზიციამ სხდომათა დარბაზი დატოვა

გამოქვეყნდა:

ოპოზიციის ნაწილმა სხდომათა დარბაზი დატოვა. სხდომას ესწრება დეპუტატი არმაზ ახვლედიანი, ასევე "ევროპელი სოციალისტების" დეპუტატები ფრიდონ ინჯია და დავით ზილფიმიანი.

თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა დეპუტატებს უარი უთხრა პოლიტიკურ დებატებზე ოთარ ფარცხალაძის საკითხთან დაკავშირებით და თქვა, რომ დადგენილს დღის წესრიგს მიჰყვებოდნენ. აღნიშნულ გადაწყვეტილებას დაპირისპირება მოჰყვა. გააძევეს "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე.

დარბაზში კენჭისყრები იყო, ამ წუთებში უსმენენ კულტურის მინისტრს, თეა წულუკიანს რომელიც საკანონმდებლო ორგანოში მინისტრის საათის ფორმატში მივიდა.

"მე ყველას ვთხოვდი საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს და ყველა დეპუტატს, რომელიც ქვეყნის მიმართ პასუხისმგებლობით არის განმსჭვალული, მე მგონია, რომ ამ ჯაშუშებთან, აგენტებთან ჩვენ პოლემიკაში არ უნდა შევიდეთ ხოლმე, რა თქმა უნდა, რთულია, მესმის ჩემი კოლეგების, მაგრამ რთული არის ხოლმე ეს ყველაფერი, მაგრამ ალბათ ჯობია, რომ მაქსიმალურად ავარიდოთ თავი ამ აგენტებთან პოლემიკაში შესვლას მომავალში ", - თქვა "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ. 

ცნობისთვის მან გუშინ მედიასთან თქვა, რომ არ შეიძლება ადამიანს დაუძახო აგენტი, ვიდრე არ არსებობს მტკიცებულებები. იხილეთ: 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი