
"ოცნების" თავმჯდომარე კობახიძე ამბობს, რომ არ იცის ვინ არის რუსი ბიზნესმენი მამუკა ფიფია, რომელმაც საქართველოს პარლამენტში გადაღებული ფოტოები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. კობახიძეს ეჭვი ეპარება, რომ ფოტოები ფიფიას გადაღებულია: "ვინ არის ფიფია გამაგებინეთ ჯერ
დარბაზში ვერ შევიდოდა, მისი გადაღებული ვერ იქნება. ვიღაცამ მისცა." ამბობს კობახიძე.
კითხვას, ვინ დაუშვა საშვი საკანონმდებლო ორგანოში შესასვლელად უცხო პირზე, კობახიძე პასუხობს, რომ ინფორმაცია საჯაროა და ჟურნალისტებს შეუძლიათ გამოითხოვონ.
სერგეი გავრილოვის მეგობარი რუსი ბიზნესმენი, საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში იმყოფებოდა. მან გუშინ სოციალურ ქსელში ფოტოები გამოაქვეყნა და ისიც აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილმა თანამდებობა უნდა დატოვოს იქამდე, ვიდრე საკონსტიტუციო სასამართლო მისი იმპიჩმენტის საქმეზე გადაწყვეტილებას მიიღებს.
იხილეთ: