
ენმ-მ და "სტრატეგია აღმაშენებელმა დღეს, საღამოს 19 საათზე პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია დააანონსეს. განცხადებები "გამარჯვების პლატფორმის" ლიდერებმა საკანონმდებლო ორგანოში, დღევანდელი ხელჩართული ჩხუბის შემდეგ გააკეთეს:
"ქართველი პატრიოტები არც ერთი ნაბიჯთ უკან არ დავიხევთ. ფიზიკური იქნება? ფიზიკურ პასუხსაც მიიღებენ. როგორი დაჩმორებულიც იდგა დღეს კობახიძე, ასეთი დაჩმორებულები გაიქცევიან რუსები საქართველოდან. საქართველო რუსეთის საჯიჯგნი არ იქნება.
დღეს 7 საათზე შევიკრიბოთ რუსთაველზე, პარლამენტის წინ და ერთად ჩამოვაყალიბოთ სამოქმედო გეგმა, რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ. სადაც იქნება შეხების წერტილი, იქ მიიღებენ პასუხს. ეს ლუსტრირებული რუსი ჯაშუშები, რომლებიც არიან ქართულ ოცნებაში. ქართული ოცნების რღვევა დაწყებულია" განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
სებ-ის გადაწყვეტილების შემდეგ, რომელმაც დასანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს საბანკო ანგარიშებზე წვდომა აღუდგინა ოპოზიციამ დედაქალაქში საპროტესტო აქციები დააანონსა.
17 საათზე ეროვნულ ბანკთან აქცია "ლელომ" და ნიკა მელიამ დააანონსეს.