საქართველოს პარლამენტთან სტუდენტები და სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტთან საპროტესტო აქციას მართავენ და საკანონმდებლო ორგანოში რუსი ბიზნესმენის და გავრილოვის მეგობრის, მამუკა ფიფიას ვიზიტს აპროტესტებენ.
"ოცნებამ ვერ ისწავლა თავის შეცდომებზე, რომ ქართველი ადამიანის წითელი ხაზი რუსეთიზაციაზე გადის. დღეს საქართველოში ოცნების პოლიტიკის გამო ხდება საქართველოს ბელარუსიზაცია", - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
რუსი ბიზნესმენისგან განსხვავებით, პარლამენტის შენობაში არ შეუშვეს ახალგაზრდები, რომებზეც საშვი იყო დაშვებული.
"ვიღაც რუსი შევიდა პარლამენტში შენობაში და იქ იპოზიორა, ფოტოები გადაიღო და მე, საქართველოს მოქალაქეს არ მაძლევენ უფლებას, შევიდე ჩემს დაფინანსებულ ორგანოში", - ამბობს ენმ-ს ახალგაზრდული მიმართულების მდივანი, იგორ ნარმანია.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, კომუნისტური პარტიის ელიტასთან დაახლოებული პირი საქართველოს პარლამენტში გუშინ, 19 სექტემბერს იმყოფებოდა. რუსი ბიზნესმენი იყო პირველი, რომელიც მოსკოვიდან თბილისისკენ დანიშნულ რეისს მოუძღოდა.
ირკვევა, რომ ფიფია საკანონმდებლო ორგანოში "ქართული ოცნების" მაჟორიტარმა დეპუტატმა, ვასილ ჩიგოგიძემ შეიყვანა.