ჯერ გადაამოწმეთ - ზურაბიშვილი მინსკში ჩაფრენაზე

გამოქვეყნდა:

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს, 17 აგვისტოს მედიასთან მინსკში განხორციელებულ ფრენასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მინსკში თავად არ ყოფილა. 

თქვენ როგორც ჩანს დაინტერესდით და გამოაცხადეთ, რომ მინსკში ვიყავი. ჯერ გადაამოწმეთ, - თქვა პრეზიდენტმა.

ჟურნალისტის კითხვას, თუ აქვს ინფორმაცია პრეზიდენტს, ვინ იმყოფებოდა მინსკში სპეციალური რეისით, ზურაბიშვილმა უპასუხა - "ეს თქვენი საქმეა, ჟურნალისტები თქვენ ხართ".

შეგახსენებთ, რომ თბილისი - მინსკი - თბილისი რეისზე, კომენტარი საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა. უწყება აცხადებს, რომ ბელარუსში სპეციალური რეისით საქართველოს ელჩი ჩაფრინდა. საგარეოში ამბობენ, რომ ელჩი 6 აგვისტოს შემდეგ საქართველოში იმყოფებოდა, თუმცა ბოლო დღეებში ბელორუსში განვითარებული მოვლენების გამო "საჭირო გახდა მისი მყისიერი დაბრუნება მინსკში".

16 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მინსკში 1 საათით ჩაფრინდა სპეციალური რეისი თბილისიდან იმ თვითმფრინავით, რომლითაც საქართველოს პრეზიდენტი სარგებლობს ხოლმე. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში "მთავარს" უთხრეს, რომ ზურაბიშვილი ამ დღეებში თბილისიდანაც კი არ გასულა. 

აქვე, ნიკა გვარამიას ინფორმაციით, თბილისიდან მინსკში გაემგზავრა პარლამენტის ყოფილი დეპუტატი "მოქალაქეთა კავშირის" წევრი ვალერი კვარაცხელია. ასევე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მინსკიდან თბილისში ალექსანდრ ლუკაშენკოს ვაჟი ჩამოიყვანეს, აღნიშნული ინფორმაცია ამ ეტაპზე არ დასტურდება.

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი