სერვისების განვითარების სააგენტომ მიზანშეწონილად მიიჩნია ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტა, დასკვნა გადაგზავნილია პრეზიდენტთან - იუსტიცია

გამოქვეყნდა:

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მიზანშეწონილად მიიჩნია ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა და დასკვნა გადაგზავნილია პრეზიდენტისთვის:

"საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვავრცელებთ ინფორმაციას, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მიზანშეწონილად მიიჩნია ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა. შესაბამისი დასკვნა გადაგზავნილია საქართველოს პრეზიდენტთან." ნთქვამია სამინისტროს განცხადებაში.

ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე პროცედურების დაწყების შესახებ განცხადება რატი ბრეგაძის უწყებამ 2 საათის წინ გამოაქვეყნა.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი