პროკურატურაში გვექნება საუბარი, რომ საქმის კვალიფიკაცია შეიცვალოს - რამიშვილი

გამოქვეყნდა:

გაურკვეველ ვითარებაში დაღუპული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი დღეს, 17 აგვისტოს გენერალურ პროკურატურაში მორიგ შეხვედრას გამართავს. ოჯახის ადვოკატი ამბობს, რომ საქმის კვალიფიკაცია უნდა შეიცვალოს და დადგინდეს, ვინ მიიყვანა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ბაჩალიაშვილის მანქანა.

პირველ რიგში ველოდებით დროს, ჯერ არ ვიცით როდის იქნება შეხვედრა. გვენქება საუბარი იმ თემებზე, რაც არის დაკავშირებული შემთხვევის ადგილთან, ჩვენთვის სარწმუნოა, რომ იქ ავტომობილი არ იდგებოდა და უკვე იმ ვარაუდთან, რომ ავტომობილი არის იქ მიყვანილი. დაკავშირებულია, რომ კვალიფიკცია უნდა შეიცვალოს და დადგინდეს, ვინ მიიყვანა იქ ავტომობილი - თქვა მიხეილ რამიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. 23 წლის ახალგაზრდა თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი 22 ივლისს იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.

25 ივლისს, პროკურატურამ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულად ცნო და საქმის გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაუმატა. გამოძიება, ამ ეტაპზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი